გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მისაღებად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი / მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
 
1.1      განცხადება;
1.2      პროფესორის 1 რეკომენდაცია;
1.3      პირადობის მოწმობის ასლი;
1.4      სტუდენტის სასწავლო ბარათი;
1.5      სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.6      სიგელები;
1.7      სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
1.8      ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
 
საბუთები მიიღება 2025 წლის 18 თებერვლიდან – 24 თებერვლის არაუგვიანეს 17:00 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.